ცხოვრების ჯანსაღი წესი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ის რამდენიმე ელემენტს მოიცავს: შრომისა და დასვენების ოპტიმალურ რეჟიმს, სწორ კვებას, მოძრაობით აქტივობას, პირად ჰიგიენას, სხეულის გაკაჟებას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას, ადამიანების სიყვარულს, ცხოვრების პოზიტიურ აღქმას.
ცხოვრებისეული გამოცდილება მეტყველებს, რომ ადამიანი ჯანმრთელობისთვის მხოლოდ მას შემდეგ იწყებს ზრუნვას, რაც ის სერიოზული პრობლემებს შეუქმნის.
გთავაზობთ ექიმების, დიეტოლოგებისა და ფსიქოლოგების საერთაშორისო ჯგუფის მიერ შემუშავებულ ათ ძირითად რეკომენდაციას, რომლებიც საფუძვლად უდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს და საშუალებას გვაძლევს, დაავადება ჩანასახშივე მოვსპოთ.
გთავაზობთ ექიმების, დიეტოლოგებისა და ფსიქოლოგების საერთაშორისო ჯგუფის მიერ შემუშავებულ ათ ძირითად რეკომენდაციას, რომლებიც საფუძვლად უდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს და საშუალებას გვაძლევს, დაავადება ჩანასახშივე მოვსპოთ.
1. შეავსეთ კროსვორდები, დაეუფლეთ უცხო ენებს, დაივიწყეთ კალკულატორი და გამოთვლები გონებაში აწარმოეთ. ყოველივე ეს შესანიშნავად ავარჯიშებს ტვინს, ანელებს გონებრივ შესაძლებლობათა ასაკობრივ დეგრადაციას, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.
2. სამსახური ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია. ეცადეთ, თქვენთვის შესაფერისი სამსახური იპოვოთ, რომელიც მატერიალურ კეთილდღეობასთან ერთად სიხარულსაც მოგიტანთ. საყვარელი საქმე აფერხებს ბიოლოგიური დაბერების პროცესს და ახალგაზრდობას ახანგრძლივებს.
3. ერიდეთ ნაყროვანებას. ჩვეული 2500 კალორიის ნაცვლად დღეში 1500 იკმარეთ. ამით უჯრედების აქტიურობას და სწრაფ თვითგანახლებას შეუწყობთ ხელს. ნურც მეორე უკიდურესობაში გადაეშვებით _ არასრულფასოვანი კვება არანაკლებ მავნებელია. ვრცლად
No comments:
Post a Comment