Tuesday, May 1, 2012

ჯანსაღი ცროვრების წესი


ცხოვრების ჯანსაღი წესი - ხშირად გვესმის და ალბათ არაერთხელ დავფიქრებულვართ კიდეც ამ ფორმულირებაზე. მაინც რა არის ეს ჯანსაღი წესი, რას გულისხმობს, რას მოიცავს? თუმცა მთავარი დეტალები ბევრს სათანადოდ არც კი აქვს გაცნობიერებული, მაინც ყველამ იცის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის, სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელების საწინდარია. სხვა საკითხია, ვინ როგორ მისდევს ამ წესს. ან კი როგორ უნდა მისდიოს ზოგიერთმა, თუ მისი არსიც კი არ აქვს გათავისებული?! ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი ნომერი ამ უმნიშვნელოვანესი თემისთვის მიგვეძღვნა, მკითხველისთვის სასარგებლო რჩევების ფონზე კიდევ ერთხელ განგვემარტა ცხოვრების ჯანსაღი წესის არსი, მისი მთავარი პრინციპები, მათი დანერგვისა და დაცვის აუცილებლობა. ასე რომ, დაიწყეთ ახალი წელი ცხოვრების ახალი, ჯანსაღი წესით!
ცხოვრების ჯანსაღი წესი არის, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, ჰუმანური და ცივილიზებული, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან, კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან. ეს არის უბრალოდ ცხოვრების პოზიცია, ადამიანის ქცევა და შემოქმედება, მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცებისკენ. ცხოვრების ჯანსაღი წესის განსაკუთრებული აქტუალობა გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა სახის დატვირთვის გაზრდა-ცვლილებით, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია საზოგადოებრივი ცხოვრების გართულებით, ტექნოგენური, ეკოლოგიური, ფსიქოლოგიური, პოლიტიკური თუ საომარი ხასიათის რისკთა მატებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნეგატიური ძვრების მაპროვოცირებელ ფაქტორთა გამრავლებით. ასეთი მოსაზრებაც არსებობს: ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ადამიანის გონივრული ქცევის სისტემა (ზომიერება ყველაფერში, ოპტიმალური მოძრაობითი რეჟიმი, გაკაჟება, სწორი კვება, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა), რომელიც უნდა ემყარებოდეს რელიგიურ-ეროვნულ ტრადიციებს და ემსახურებოდეს ადამიანის ფიზიკური, სულიერი, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას რეალურად გარემომცველ სამყაროში. ვრცლად

ჯანსაღი ცხოვრების ელემენტები


ცხოვრების ჯანსაღი წესი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ის რამდენიმე ელემენტს მოიცავს: შრომისა და დასვენების ოპტიმალურ რეჟიმს, სწორ კვებას, მოძრაობით აქტივობას, პირად ჰიგიენას, სხეულის გაკაჟებას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას, ადამიანების სიყვარულს, ცხოვრების პოზიტიურ აღქმას.
ცხოვრებისეული გამოცდილება მეტყველებს, რომ ადამიანი ჯანმრთელობისთვის მხოლოდ მას შემდეგ იწყებს ზრუნვას, რაც ის სერიოზული პრობლემებს შეუქმნის.
გთავაზობთ ექიმების, დიეტოლოგებისა და ფსიქოლოგების საერთაშორისო ჯგუფის მიერ შემუშავებულ ათ ძირითად რეკომენდაციას, რომლებიც საფუძვლად უდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს და საშუალებას გვაძლევს, დაავადება ჩანასახშივე მოვსპოთ.
1. შეავსეთ კროსვორდები, დაეუფლეთ უცხო ენებს, დაივიწყეთ კალკულატორი და გამოთვლები გონებაში აწარმოეთ. ყოველივე ეს შესანიშნავად ავარჯიშებს ტვინს, ანელებს გონებრივ შესაძლებლობათა ასაკობრივ დეგრადაციას, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.
2. სამსახური ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია. ეცადეთ, თქვენთვის შესაფერისი სამსახური იპოვოთ, რომელიც მატერიალურ კეთილდღეობასთან ერთად სიხარულსაც მოგიტანთ. საყვარელი საქმე აფერხებს ბიოლოგიური დაბერების პროცესს და ახალგაზრდობას ახანგრძლივებს.
3. ერიდეთ ნაყროვანებას. ჩვეული 2500 კალორიის ნაცვლად დღეში 1500 იკმარეთ. ამით უჯრედების აქტიურობას და სწრაფ თვითგანახლებას შეუწყობთ ხელს. ნურც მეორე უკიდურესობაში გადაეშვებით _ არასრულფასოვანი კვება არანაკლებ მავნებელია. ვრცლად

იოგა-ჯანსაღი ცხოვრებისთვის


სიტყვა “იოგა” სანსკრიტის დიალექტზე ნიშნავს კავშირს: კავშირი გონებას, სხეულსა და სულს შორის. Gგავრცელებულია ხმები, რომ იოგა და ჰოროსკოპი ეწინააღმდეგება მართლმადიდებულ მრწამსს. სიმართლეა ეს, თუ არა, იმაზეა დამოკიდებული, ჩვენ როგორ მიგვაჩნია. თუმცა არცერთი ეკლესია არ კრძალავს სხვების ცხოვრების წესის გაცნობას და საჭიროებისამებრ გამოყენებას. მის სარგებლიანობაზე კი მრავალი რამ მეტყველებს. კერძოდ, სპეციალური სავარჯიშოები ხსნის დაძაბულობას, უფრო პლასტიკურს ხდის სხეულს, დადებითად მოქმედებს სხეულის ყველა ორგანოზე, ახდენს კუნთების სტიმულირებას.

იოგა ეხმარება ორსულ ქალებს ამტანობის, ძალების და მოქნილობის გაძლიერებაში და ამასთანავე მოდუნებაში. მისი დადებითი ზემოქმედება აისახება არა მხოლოდ დედების, არამედ ბავშვების ჯანმრთელობაზეც. იოგა ორსულთათვის ახლახანს ჩამოყალიბდა, მაგრამ უკვე არსებობს სპეციალური ვარჯიშები და ასანები მომავალი დედებისათვის. 

აუცილებელი პირობა ჯანსაღი ცხოვრებისთვის

ადამიანის მთელი სიცოცხლე გადის საათობრივად დაგეგმილი დღის რეჟიმის მიხედვით, რომელიც აუცილებელია ამა თუ იმ საქმიანობისთვის...
დღის  რეჟიმის სწორი ორგანიზაცია და მიზანშეწონილი განსაზღვრა ძილის, კვების, შრომის, დასვენების, პირადი ჰიგიების და ა.შ. აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

სტატია jstor-დან





Journal of Religion and Health Publication Info

Published by: Springer
Stable URL: http://www.jstor.org/stable/27512969


nplg.gov.ge-ზე მოპოვებული იმფორმაცია

თბილისში რამდენიმე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსია, ყველა თითქმის ერთნაირ სერვისს გვთავაზობს. განსხვავება მხოლოდ ფასში, დიზაინსა და ატმოსფეროშია. თითქმის ყველა კომპლექსს აქვს სატრენაჟორო დარბაზი, საცურაო აუზი, საუნა, ჯაკუზი და მასაჟის სალონი. თუ შევუფარდებთ გამაჯანსაღებელი კომპლექსების მიერ შემოთავაზებული სერვისის ხარისხსა და ფასს, გამოვა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი თბილისში გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ლონდონში, პარიზში ან ნიუ იორკში. ამის გამომწვევ მიზეზთაგან ერთ-ერთი და უმთავრესი, თბილისში ასეთი ობიექტების სიმწირე და, მაშასადამე, სუსტი კონკურენციაა. სანამ ბაზარზე სულ რამდენიმე ერთმანეთის მსგავსი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ფუნქციონირებს, სამომხმარებლო სტანდარტებსაც და ფასებსაც ისინი დააწესებენ. ვრცლად

გამოყენებული ლიტერატურა

google.ge
wikipedia.org
jstor
nplg.gov.ge